“მინდა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით”

ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია მსოფლიოსათვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და მტკიცე პოზიციისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით.
„ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია მსოფლიოსათვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ის ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე. იმის გათვალსწინებით, რომ საქართველოში მოამავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ძალიან მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები