„ქართული ოცნება“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 21:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება