გიორგი ახვლედიანმა ბურჭულაძის პარტიის წევრს პირდაპირ ეთერში წყალი შეასხა (ვიდეო)

ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი დავით კიზირია და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანი დაუპირისპირდნენ.
ახვლედიანის გაღიზიანება კიზირიას რეპლიკამ გამოიწვია – „ნინო ბურჯანაძეს, სანამ პანჩური არ ამოარტყა სააკაშვილმა და არ გააგდო იქამდე გვერდით ეჯდა“.
ახვლედიანმა ამ სიტყვების შემდეგ ოპონენტს წყალი შეასხა. ტელეწამყვანმა სიტუაციის განსამუხტად გადაცემაში რეკლამა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები