“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა და პროპორციული სია 8 სექტემბერს გახდება ცნობილი

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 სექტემბერს გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას,  პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 21:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, მე-11 პავილიონში გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, ხვალვე გახდება ცნობილი, “ქართული ოცნების” საარჩევნო სია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები