ალექსანდრ ვერშბოუ: კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ჩვენგანს აწუხებს

„ალიანსისგან განსხვავებით, რუსეთი ცდილობს, ძალის გავლენით მოიპოვოს მოკავშირეები“, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას უქმნის პრობლემას.
„ჩვენ ვცდილობთ, ამას შეძლებისდაგვარად დავუპირისპირდეთ. ერთ-ერთი ასეთი კარგი მცდელობა სწორედ ის საინფორმაციო ცენტრებია, სადაც ახლა ვიმყოფებით“,- განაცხადა ვერშბოუმ.
რუსული პროპაგანდა და ქართული მედია არის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრ ვერშბოუსთან ქართველი ჟურნალისტების შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ჟურნალისტების შეკითხვებს ალექსანდრ ვერშბოუსთან ერთად ალიანსის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები