აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციას უყრიან კენჭს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციაზე (H.Res. 660) კენჭისყრაა დაგეგმილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ არის ინიცირებული, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე წლის 14 ივლისს ერთხმად მიიღო.
„წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრაზე დღეს რეზოლუციას 31 თანასპონსორი (კონგრესმენი) წარადგენს, როგორც „დემოკრატიული“, ასევე „რესპუბლიკური პარტიიდან“. რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს“, -აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები