იტალიელმა 65 ათას 500 ევროს დენის ქვითარი მიიღო
იტალიის მოქალაქემ, დანიელ კამეტი ასპრიმ 65 ათასი 500 ევროს დენის ქვითარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა „der Spiegel“ იუწყება. ელექტროენერგიის მიმწოდებელი ირწმუნება, რომ ასპრი დენის გადასახადს 10 წლის განმავლობაში არ იხდიდა, თუმცა დანიელი ამტკიცებს, რომ გადასახადებს ყოველთვის დროულად იხდიდა.
ასპრიმ სოციალურ ქსელებში დენის ქვითრის ფოტო გამოაქვეყნა. „არ ვიცი რა ვქნა, ამან შეიძლება ჩემი და ჩემი ოჯახის ბედი დაანგრიოს“, – წერს დანიელ კამეტი ასპრი. იტალიელმა ამ ისტორიაში გასარკვევად ადვოკატი უკვე დაიქირავა.