მსოფლიოში ბოლო 10 წელიწადში 10 მილიონი ბავშვი ლტოლვილად, 18 მილიონი კი დევნილად იქცა

ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 28 მილიონი ბავშვი იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. მათგან 10-მა მილიონმა ლტოლვილის სტატუსი მიიღო, ხოლო 18 მილიონი დევნილად იქცა. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნაშია აღნიშნული. ლტოლვილების უმეტესობა სირიიდან და ავღანეთიდან არიან. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბავშვები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ, ადამიანებით ვაჭრობისა და მოძალადეების მსხვერპლნი ხდებიან. ქვეყნებში, სადაც ლტოლვილი ბავშვები ხვდებიან, ხშირია ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები