ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი: ნატოს ვიზიტი უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია

ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ნატოს დელეგაციის თბილისში ვიზიტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მათი სტუმრობა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
მაისურაძის მტკიცებითვე, ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
„ეს არის მკაფიო სიგნალი და დემონსტრირება იმის, რომ ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მივიღეთ ვარშავის სამიტზე. ეს ეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას. ამ სამიტზე შეთანხმდა თანამშრომლობის ახალი გზები და ვისაუბრებთ ამ გზების იმპლემენტაცის თემაზე“, – განაცხადა მაისურაძემ.
ნატოს გენერალური მდივანი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები