გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში არსებული მედიაგარემო შეაფასა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი. ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ და ახლა”, – ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოში არსებული მედიაგარემო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიასივრცე და არ მოხდეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
ამასთანავე, პრემიერ–მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″–ის საქმის ირგვლივ განვითარებულ საკითხებზეც ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი. ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ და ახლა. გასულ წელს ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და მოქმედი კანონმდებლობით, დღეს 10 დღე სჭირდება ახალი არხის გახსნას.
„რუსთავი 2″-ის საქმეს რაც შეეხება, მას გააჩნია ორი განზომილება: პირველი – მფლობელობის და ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში და მეორე განზომილება არის მედიის თავისუფლება. მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე ამ არხის მისამართით, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. შევთავაზეთ ასევე მედიასაბჭოს შექმნა. თუ ვინმეს აინტერესებს „რუსთავი 2″-ის შენარჩუნება ისე, როგორც ის არის დღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები