ახალგორის საკრებულოს დეპუტატები ცეზარ ჩოჩელს სოლიდარობას უცხადებენ

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აღშფოთებას გამოთქვამენ მოქმედი კანონმდებლის დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით და მას მიმართავენ.
„ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან. ამრიგად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოლიდარობას უცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და უერთდება მათ ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერის საკითხში, ვინაიდან ის გახლავთ დღეისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ლიდერი და მისი გეგმები ემთხვევა ჩვენს სამომავლო ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ, რომ საკრებულოს წევრთა სრული უმრავლესობა მხარს ვუჭერთ ,,ქართულ ოცნებას’’ და სრულ თანადგომას ვუცხადებთ მას.“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 წევრი.
ამავე განცხადებაში ისინი მოქმედ დეპუტატს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ინფორმაციის გავრცელება,რომ არჩევნების შემდეგ ახალგორის საკრებულოში კადრების გადაადგილებას მოახდენენ.
14199189_1450121275003858_260487980001924297_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები