ანიმაციური ფილმების ფესტივალი “ნიქოზი” დასრულდა

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, რომელიც ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში 1-6 სექტემბერს მიმდინარეობდა, დღეს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა. კანადის ანიმაციური ფილმების ჩვენებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
6 დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრები იყვნენ ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან.
“ნიქოზის” ფესტივალის პროგრამაში ნაჩვენები იყო მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, რომელთა ნაწილი თავად ავტორებმა წარადგინეს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი “ქართული ფილმი – აფხაზეთი”, დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები