გიორგი კვირიკაშვილი: პრორუსულ ძალებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოშო პრორუსულ ძალებს გავლენის მოპოვებისთვის ძალა არ ეყოფათ. პრემიერი თემას ბოლო პერიოდის მანძილზე ზედმეტად გაზვიადებულს უწოდებს.
„პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალაუფლება და ძალა საქართველოში გადაჭარბებულია. არ მგონია, რომ პრორუსული განწყობები საკმარისად მატერიალიზებულია იმისთვის, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს განვითარების ტენდენციებზე.
მაგრამ ჩვენ არ უნდა უკუვაგდოთ რუსული პროპაგანდის ფაქტორი და კომუნიკაციების კომპანიაში გავითვალისწინოთ ეს, მაგრამ ასევე არ უნდა გავაზვიადოთ ის პოტენციალი, რაც დაკავშირებულია პრორუსულ ძალებთან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზოგიერთი კვლევის სანდოობას პრემიერ-მინისტრი ეჭვქვეშ აყენებს , თუმცა თვლის, რომ რუსულ პროპაგანდას საქართველოში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები