გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამჟამად ე.წ. გადარჩენის პოლიტიკას ატარებს

“დღეს ჩვენი პოლიტიკა არის, შეიძლება ვთქვათ, გადარჩენის პოლიტიკა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“, სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ამაში იგულისხმება რუსეთთან დაძაბულობის შემცირება და, მეორეს მხრივ, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.
”ჩვენ გვაინტერესებს რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზება და დაძაბულობის შემცირება, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კომპრომისი ჩვენი სტრატეგიული საკითხების ირგვლივ. ეს საკითხებია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. როცა ვამბობ „სუვერენიტეტს“, ვგულისხმობ ქართველი ხალხის სუვერენულ გადაწყვეტილებას, გახდეს ევროპის ნაწილი. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება არ შევა. ჩვენ გვინდა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ არ ჩავერთვებით დაპირისპირებაში, თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი, განსაკუთრებით სამხედრო გართულება, ამიტომ დღეს ჩვენი პოლიტიკა არის, შეიძლება ვთქვათ, გადარჩნის პოლიტიკა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ დაძაბულობის შემცირებაში თავის წვლილს შეიტანს ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები