იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კომიტეტს კანდიდატები – ლევან ბოძაშვილი, ნონა თოდუა და თამარ ლილუაშვილი წარუდგინა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების საკითხი საპარლამენტო სესიამ უნდა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები