დღეს ათონელის თეატრში “მეტამორფოზების” პრემიერა გაიმართება

4-6 სექტემბერს ათონელის თეატრი პრემიერას, ერთმოქმედებიან სპექტაკლ “მეტამორფოზებს” მასპინძლობს. წარმოდგენა ოვიდიუსის პოემის “მეტამორფოზები ანუ გარდასახვანის” ინსპირაციაა. რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია მონაწილეობენ:  ელენე გარუჩავა,  ელენე დაბრუნდაშვილი,  საბა ასლამაზიშვილი, ლუკა ახალაძე,  პაატა ბაბლუანი,  გივი ბარათაშვილი, კონსტანტინე ეჯიბაშვილი,  ჯანო ვალიშვილი, ვლადიმერ ვაშაკიძე,   თორნიკე კაკულია.
“…ყველაფერი მოძრაობაშია, ყველაფერი იცვლება და იქცევა სრულიად ახალ რეალობად, რომელიც, თავის მხრივ, კვლავ ექვემდებარება ცვალებადობას. სიყვარულისთვის თავგანწირული და გარდასახული ადამიანები… და თვისუფლება, რომელიც ყოველთვის დარჩება დიადი შთაგონების წყაროდ, სამყაროს დასაწყისიდან დასასრულამდე და რაც მთავარია, ისევ დასაწყისამდე“…
ოთხ ნოველად წარმოდგენილი სპექტაკლი ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიის გარდამტეხ მომენტებზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები