ზურაბ ჟვანიას ფონდში წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

ზურაბ ჟვანიას ფონდი წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. როგორც „კვირას“ ფონდში გამუცხადეს, განაცხადების  შეტანის ვადაა 5 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე.
რიგით მეექვსე პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება; კინოხელოვნება; მხატვრული ლიტერატურა (პროზა);  მხატვრული ლიტერატურა (პოეზია); მუსიკა; ჰუმანიტარული მეცნიერებები; სახვითი ხელოვნება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზითა და 5 000-ლარიანი ფულადი პრემიით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კონკურსის დებულებას გაეცნობით ბმულზე: http://zurabzhvania.ge/tsinandlispremia, ან დაუკავშირდით: tsinandlispremia@yahoo.com (+995 32) 2 30 74 96.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები