ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი „ღამის სერენადების“ გალაკონცერტი გაიმართა

 

ფესტივალ „ღამის სერენადების“ დასკვნითი გალაკონცერტი, რომელიც ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, თბილისის ოპერის თეატრში  გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს  ქართველმა და უცხოელმა მუსიკოს-შემსრულებლებმა.
ლიანა ისაკაძეს, კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადაეცა.
„დიდი მადლობელი ვარ მთელი საქართველოსი, ხალხისა, რომელმაც ასეთი სიკეთე გამოიჩინა ჩემდამი“, – განაცხადა ლიანა ისაკაძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.
„პატივი მქონდა და ქალბატონ ლიანას გადავეცი კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები