ისლამური სახელმწიფო განადგურების პირასაა?

ექსპერტები მალე „ისლამური სახელმწიფოს“ დასასრულს პროგნოზირებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მეთაურების გარეშე დარჩენილმა მებრძოლებმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღონ, შედეგად კი ტერორისტულმა თავდასხმებმა უფრო არაპროგნოზირებადი და ქაოსური სახე მიიღოს. აღნიშნულ პოზიციას გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას ექსპერტი ზაალ კასრელიშვილიც იზიარებს.
მისი თქმით, დასავლური კოალიცია ამჟამად სწორ აქცენტებს აკეთებს, რადგანაც ფრონტალური დაპირისპირებების ნაცვლად, მმართველი ლიდერების ლიკვიდაციაზე გადავიდა. კასრელიშვილი ასევე აცხადებს, რომ ტერორისტების განადგურება ლიდერების ლივკიდაციით არ მოხდება.
„ამით რადიკალური ისლამისთვის ბრძოლამ შესაძლოა, ფორმა შეიცვალოს, მაგრამ შინაარსი უცვლელი დარჩება. ჩვენ ვამბობთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ამ ფორმით აღარ იარსებებს, მაგრამ ის აუცილებლად შეინარჩუნებს შინაარსს, გაიშლება ასეულებად და ევროპაში ამას მოჰყვება ქაოსური ტერაქტები. ეს ჯგუფები გაიშლებიან იმ 60-ვე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი.
„ისლამური სახელმწიფო“, როგორც ასეთი, შესაძლოა, ხვალ აღარ არსებობდეს, მაგრამ სწორედ უმეთაუროდ დარჩენილი ტერორისტები არიან გაცილებით საშიშნი, რადგან კაცმა არ იცის, რა ზომებს მიმართავენ. მათ ეს დაამტკიცეს რამდენიმე ქვეყანაში, როდესაც ჰიბრიდული ომები დაიწყეს. მე ვფიქრობ, „ისლამური სახელმწიფო“ უფრო პოლიტიკური ისლამის შედეგია, რაც, ალბათ, მალე დასრულდება და გაგრძელდება სალიფიტების ბრძოლა, რომელიც გაცილებით საშიშია“,-განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები