არჩევნების შემდეგ ქუჩის არეულობა მზადდება – ვიცი, როგორ ხდება ე.წ. ზონდერების მობილიზება

არჩევნების შემდეგ ქუჩის არეულობა მზადდება, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ აქვეყნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო არეულობის შესახებ გამოცემას ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.
არეშიძის მტკიცებით, „ნაცინალური მოძრაობა“ ე.წ ზონდერების მობილიზებას არამარტო საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზეც ცდილობს.
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ცდილობს, ქუჩა მოირგოს, როგორც ბრძოლის იარაღი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ თვალსაზრისით, სამზადისი უკვე დაწყებულია. ვიცი, როგორ ხდება ე.წ. ზონდერების მობილიზება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზეც. მათი პროგრამა მინიმუმია, რომ თავისი გაიტანონ ამ არჩევნებზე, ხოლო თუ ვერ მიაღწიეს თავის მიზანს ანუ წარმატებას არჩევნების გზით, მზად არიან, ხელი შეუწყონ ქუჩის არეულობას. ამის რესურსი მათ ნამდვილად აქვთ. სადაც არის ბევრი ფული, იქ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, არეულობაში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები