მურმან ლებანიძის სახელობის ონის კონკურსის – “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, მურმან ლებანიძის სახელობის ონის ლიტერატურული კონკურსის  – “ლიხს იქით და ლიხს აქეთ” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
როგორც „კვირას“ კონკურსის ორგანიზატორებმა განუცხადეს, საფინალო ლექსები წაიკითხეს ცნობილმა პოეტებმა, სიტყვით გამოვიდნენ მწერლები და ონის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. გამარჯვებულ პოეტებს დიპლომები გადასცეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ, გამგებელმა გიორგი ლობჯანიძემ, გამგებლის მოადგილემ ირმა მაქარაშვილმა.
14115451_1761178334140261_7505594470216414007_oკონკურსის ფარგლებში დაწესებული იყო ხუთი პრემია:
1. პირველი ადგილი – 1000 ლარი, გამარჯვებული – სოსო მეშველიანი;
2. მეორე ადგილი – 800 ლარი, გამარჯვებული – მანონ ბულისკერია;
3. მესამე ადგილი – 500 ლარი, გამარჯვებული – ირმა მალაციძე;
4. პრემია ონში მცხოვრები და მოღვაწე პოეტისათვის – 500 ლარი, გამარჯვებული – თამილა ჭიკაიძე;
5. მურმან ლებანიძის პოეზიის საუკეთესო მცოდნე ბავშვისათვის – 100 ლარი, გამარჯვებული – ონის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა დრამატული წრე, ხელმძღვანელი ლევან შერაზადიშვილი.
პირველ და მეორე ადგილზე გასულ პოეტებს გადაეცათ ონის თექის სახელოსნო “ედენას” მურმან ლებანიძის პოეზიის მოტივებზე შექმნილი ნამუშევრები. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ 75 წლის იუბილე მიულოცა ანსამბლ “რაჭის” წევრს, ონის კოლორიტს ზაალ ბერუჩევს და საჩუქრად “ედენას” ნამუშევარი გადასცა.

14195338_1761174347473993_637255795262601248_oკონკურსის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის ორგანიზატორს, ზაზა ფირცხალაიშვილს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადასცა სპეციალური პრიზი.
კონკურსი  დააფინანსა ონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად. კულტურის ცენტრის შესასვლელში მოეწყო ონის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა (სკოლის დირექტორი – ელენე მაგრაქველიძე).
საზეიმო საღამოში ანსამბლები – “რაჭა” და “ჩვენებურები” მონაწილეობდნენ.
კულტურის ცენტრის ფოიეში გაიყიდა კონკურსის მონაწილე ავტორთა ლექსების კრებულიც, შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ონის სამხატვრო სკოლას. სამხატვრო სკოლას გადასცა საკუთარი პრემიაც მანონ ბულისკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები