მიხეილ გიორგაძე მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ხვალ მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვაალიერებენ.
როგორც “კვირას” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად, სრულდება ტაძრის გაფხვიერებული ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოებისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი სრულად ათვისებულია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა. კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილები ქვის ახალი კვადრებით შეივსო, თუმცა, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის სტრუქტურული დასუსტებით გამოწვეული დაზიანებები კვლავ პროგრესირებს. ტაძრის მდებარეობიდან გამომდინარე, მასზე მუდმივად მოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს. ცოცხალი ორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები) ასევე,გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესზე. მასალის ზედაპირებსა და სიღრმეში დასახლებული მიკროორგანიზმების ბიოლოგიური აქტიურობის შედეგად იფიტება და ზიანდება ქვა. შედეგად, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მუდმივად საჭიროებს რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ, შესასრულებელი სამუშაოების გაგრძელება 2017 წელსაც იგეგმება.
სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს ეკა პროვალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური მეთოდებით კვლევის ცენტრი „ბეთანია“ ნანა კუპრაშვილისა და ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით, კონსულტანტია – იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები