გიგლა ბარამიძე: ჩვენი პარტიიდან წასულებს საარჩევნო სიის შედგენის დროს ნერვებმა უმტყუნათ

ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობიდან წასულ სამ წევრზე კომენტარი გააკეთა.
გიგლა ბარამიძე, ობგაიძის, ვეკუას და ცინციბაძის პარტიიდან წასვლას სარჩევნო სიის შედგენას უკავშირებს.
“ამ ადამიანებს ალბათ ნერვებმა უმტყუნათ საარჩევნო სიის შედგენის დროს, მათ სავარაუდოდ სურდათ სიის ხუთეულში მოხვედრა.
ისინი საკრებულოში პარტიის სიით მოხვდნენ და არსებობს პოლიტიკური და ადამიანური მორალი, რომ ასეთ შემთხვევაში ფრაქციაც უნდა დატოვონ.
პარტიიდან წასვლის შემდეგ ესაუბრნენ მათ ჩვენი წევრები, როგორც აცხადებენ არჩევნებში ხელს არ შეგვიშლიან და წასვლის მიზეზებზე არჩევნების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ პრესკონფერენციაზე.
ბარამიძე IDFI-კვლევებთან პარტიიდან წასულების კავშირს ვერ ხედავს. მისი თქმით „უბლოკო სტატუსის“ იდეის ავტორი ერთ-ერთი მათგანი იყო.
“გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ისინი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსის გამო წავიდნენ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ეს ადამიანები აქტიურად მონაწილეობდნენ „უბლოკო სტატუსის“ ჩამოყალიბებაში.
სამი თვლის წინ ჩავატარეთ ოფიციალური ბრიფინგი, სამივე ჩვენს გვერდით იდგა.ერთ-ერთი მათგანი „უბლოკო სტატუსის“ იდეის ავტორიც იყო“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მანვე, პროვინციული პოლიტიკა უწოდა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობის მიმართ „პრო-რუსულის“ სტატუსით მოხსენიებას და აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდეგ საქართველოს გარდა „პრო“-თავსართით აღარავინ საუბრობს პოლიტიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები