დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატი გვეყოლება

მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას შეიყვანს.
ხუნდაძე ყოფილი პრემიერის მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ ძალას აქვს უნარი, ლიდერად დარჩეს საპარლამენტო არჩევნების მარათონზე.
“გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე ახლომდგომი პარტია ხალხთან, გამარჯვების შანსიც დიდია. მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ 90 დეპუტატით შევალთ პარლამენტში. სამწუხაროა, რომ არ გვყავს ძლიერი კონკურენტები, ჩვენს კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობა“ მოიაზრება, რომელიც პარლამენტში მნიშვნელოვანი ძალის შეყვანას ვერ შეძლებს“,-განაცხადა ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან IDFI-ის კვლევებზეც ისაუბრა და ორგანიზაციას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა საფრთხეს რეალურად არ თვლის, რადგან საქართელოს მოსახლეობის განწყობა, მისივე განცხადებით, შიშის საფუძველს არ იძლევა.
“ორგანიზაციას ვეთანხმები იმაში, რომ რუსული პროპაგანდა წინასაარჩევნოდ შედარებით მომატებულია, თუმცა საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი და განწყობა შიშის საფუძველს არ იძლევა. ჩვენ უკვე გარკვეული გვაქვს, რომ ვემხრობით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები