თურქულმა ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტების პოზიციები დაბომბა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯერაბლუსთან, თურქულმა ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველა მიზანი განადგურებულია. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში სახმელეთო ოპერაცია 24 აგვისტოს დაიწყეს. მისი მიზანია თურქეთთან მოსაზღვრე რაიონებში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ განადგურება, რომლებიც თურქეთს რაკეტებით რეგულარულად ბომბავენ.