შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი
“მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი ბრიუსელმა თავისი დუმილით წაახალისა, რომელმაც ძალადობა არ დაგმო.
„იმის გამო, რომ ვიღაც უცხოელს აქვს მის მიმართ სიმპათია მოეპყრონ სხვანაირად და პატიმრებს, რომელთა მიმართაც არ იჩენენ სიმპათიას უცხოელები სხვანაირად მოეპყრონ, ეს დისკრიმინაცია იქნებოდა. სავარაუდოდ ამ მოტივითაც იხელმძღვანელა კომისიამ.
მზია ამაღლობელს, რაც შეეხება ის გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. ბრიუსელი და უცხოელები არიან ამაში დამნაშავე. ვინაიდან მათ, მათ შორის ჩემი მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ევროკავშირის ელჩისთვის არაერთი წერილი მაქვს ამაზე მიწერილი, რომ ნუ ახდენენ ძალადობის ნორმალიზებას და ძალადობის, როგორც პოლიტიკური იარაღის ნორმალიზებას.
დღემდე ბრიუსელს, ბრიუსელში ვგულისხმობ ამ შემთხვევაში კოლექტიურად ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებს, არც ერთი განცხადება არ აქვს გაკეთებული. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი და დამსახურება, რომ საკუთარი სიჩუმით ასე წაახალისეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.