აშშ-ში ვლადიმერ პუტინი დააკავეს

აშშ-ის ფლორიდის შტატში, ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში პოლიციამ ვლადიმერ პუტინი დააკავა. ის სუპერმარკეტის თანამშრომლებს უყვიროდა და შენობის დატოვებაზე უარს აცხადებდა. მაღაზიის დირექტორი იძულებული იყო, პოლიცია გამოეძახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოცემა GossipExtra წერს, რომ „რუსეთის უშიშროების გამოძახება საჭირო არ გახდა და საერთაშორისო სკანდალიც მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ეს პუტინი რუსეთის პრეზიდენტი არ არის“. „ეს პუტინი არის 48 წლის „ბომჟი“ და არა 63 წლის დიქტატორი, რომელსაც პერანგის გარეშე სიარული უყვარს“, – წერს GossipExtra.
პოლიციამ ამერიკელ პუტინს წაუყენა ბრალი, უცხო ტერიტორიაზე უკანონო ყოფნისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები