შვეიცარიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
შვეიცარიის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმა F/A18C-მა კატასტროფა განიცადა. მისი ნამსხვრევები ალპებში აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პილოტების ბედის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ავიაგამანადგურებელთან კავშირი ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაწყდა. მისი ჩამოვარდნის ადგილი ვერტმფრენებმა აღმოაჩინეს. ამჟამად მაშველები კატასტროფის ადგილას მისვლას ცდილობენ.