თურქეთში გაზეთ Hurriyet-ის რედაქტორი და ცხრა ჟურნალისტი დააკავეს
თურქეთის სამართალდამცველებმა გაზეთ Hurriyet-ის რედაქტორი და 9 ჟურნალისტი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გაზეთის რედაქტორი და გამომცემლობის თანამშრომლები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სტამბოლის პროკურორმა 35 პირის დაკავების ორდერი გასცა. ისინი ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
გიულენს თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლში კომპანია Turk Telecom-ის 53 თანამშრომელი დააკავეს.