სომალიში ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, საპრეზიდენტო სასახლის სიახლოვეს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. 12 ადამიანი დაიღუპა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დაღუპულთა შორის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან. ავტომობილი სასტუმროს სიახლოვეს აფეთქდა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო. ის სომალის, ეთიოპიის, კენიის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს. „აშ-შაბაბი“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები