ლიბიის სანაპიროსთან 6 500 მიგრანტი გადაარჩინეს

ლიბიის სანაპიროსთან 6 500 მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ერიტრეიდან და სომალიდან იყვნენ.
სამაშველო ოპერაციაში იტალიის ფლოტის ხომალდები მონაწილეობდნენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მიგრანტები ლიბიის სანაპიროდან 20 კილომეტრში გადაარჩინეს.
ისინი ნავებით გადაადგილდებოდნენ.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, მიგრანტებმა იცოდნენ, რომ ამ ნავებით იტალიის სანაპირომდე ისინი ვერ ჩავიდოდნენ. მათი მიზანი იყო ზღვაში გასვლა და იქ მაშველების დალოდება. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ ძველი ნავებით ხმელთაშუა ზღვით გამგზავრება ძალზე სახიფათოა და იქ ათასობით ადამიანი დაიღუპა, მიგრანტები ევროპაში ამ გზით ჩასვლას მაინც განაგრძობენ.
14137815_10206695265531904_1908945433_n 14171911_10206695265491903_32172220_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები