აზერბაიჯანში არაბი ტურისტები ავარიაში მოჰყვნენ

არაბი ტურისტები აზერბაიჯანში ავარიაში მოჰყვნენ. ამის შესახებ გამოცემა haqqin.az იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, გაბალის რაიონიდან ბაქოში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, ამობრუნდა. 16 ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამს მოტეხილობები აღენიშნება. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები