სინგაპურში ბანგლადეშის ორი მოქალაქე ტერორისტების დაფინანსებისთვის გაასამართლეს
სინგაპურის სასამართლომ ბანგლადეშის ორ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბანგლადეშში ტერორისტული შეტევების განხორციელებისთვის ფულს აგროვებდნენ.
მამუნ ლიკოტ ალის სასამართლომ 2 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო ზამან დაულატს – 2 წლიანი პატიმრობა. ბანგლადეშში ბოლო დროს ისლამისტმა ტერორისტებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს. ყველაზე სერიოზული ტერაქტი 1-ელ ივლისს მოხდა, როდესაც ქვეყნის დედაქალაქ დაკაში „ბოევიკები“ ერთ-ერთ კაფეს დაესხნენ თავს. ტერაქტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა უცხოელი იყო.