გაეროს ინფორმაციით, იემენში სამოქალაქო ომის შედეგად 10 ათასი ადამიანი დაიღუპა

იემენში წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იემენის საკითხებში გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ციფრი იემენის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. მაკგოლდრიკი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვინაიდან იემენის ბევრ რაიონში სამედიცინო დაწესებულებები არ არის და იქ დაღუპული ადამიანები არ ფიქსირდებიან. იემენში სამოქალაქო ომი პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის შეიარაღებულ ძალებსა და ჰუსიტების საბრძოლო შენაერთებს შორის მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები