ობამა და ერდოღანი ერთმანეთს 4 სექტემბერს შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს კვირას, 4 სექტემბერს შეხვდებიან.
შეხვედრა ჩინეთში, G20-ის სამიტის დაწყებამდე გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება. საუბარი შეეხება სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას.
„პრეზიდენტები ისაუბრებენ იმ მდგომარეობაზე, რომელიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეიქმნა, ასევე სირიაში „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის უშიშროების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ ბენ როდსმა.
ეს პირველი შეხვედრაა ობამასა და ერდოღანს შორის თურქეთში 15 ივლისს მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები