აშშ-ში მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მამაკაცი დააკავა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.
FBI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 40 წლის ჯოზეფ გარგიულო სახლში ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცივ იარაღს ინახავდა. ასევე მან ავტომატური შაშხანის ასაწყობად აუცილებელი ნაწილები შეიძინა. ეჭვმიტანილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ობამას მკვლელობას გეგმავს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილი ობამას მკვლელობას აგვისტოს შუა რიცხვებში, გოლფის მოედანზე პრეზიდენტის ყოფნის დროს აპირებდა. რამდენიმე წლის წინ გარგიულო ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ამის შემდეგ სასამართლომ მას იარაღის ფლობა და შენახვა აუკრძალა, თუმცა მამაკაცმა ეს გადაწყვეტილება დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები