საფრანგეთში რესტორნის მეპატრონემ ორი მუსულმანი ქალი შენობიდან გააძევა

საფრანგეთში უმაღლესი კლასის, „გიდ მიშლენის“ რეიტინგის მფლობელი რესტორნის, Le Cenacle-ის მეპატრონემ რესტორნიდან ორი მუსულმანი ქალი გააგდო. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი იუწყება.
ინციდენტი პარიზში, ტრამბლე-ან-ფრანსის რაიონში მოხდა. მამაკაცმა, სახელად ჟან-ბატისტმა მუსულმან ქალებს წასვლა სთხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, „ყველა მუსულმანი ტერორისტია“.
პარიზში მცხოვრებმა მუსულმანებმა რესტორანთან აქცია გამართეს. ამ ფაქტის შესწავლაში პოლიციაც ჩაერთო. ამის შემდეგ რესტორნის მეპატრონემ ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მისი მეგობარი პარიზის ტერაქტის დროს დაიღუპა და „მის გონებაში ყველაფერი აირია“.
„გიდ მიშლენი“ – ყველაზე მაღალი კლასის რესტორნის რეიტინგია. ამ სისტემით რესტორნები ერთიდან სამ ვარსკვლავამდე ფასდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები