აზერბაიჯანული მედია ჯანელიძე – მამედიაროვის შეხვედრას ეხმაურება

თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ელმარ მამედიაროვის შეხვედრას აზერბაიჯანული მედია ეხმაურება.
გამოცემა 1news.az-ის ინფორმაციით, ბაქო და თბილისი ორმხირივი დიალოგით და ურთიერთგაგებით კმაყოფილები არიან.
მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს. მინისტრებმა განიხილეს მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხები. ასევე შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამმხრივი ფორმატის – აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ჯანელიძემ და მამედიაროვმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 110 ხელშეკრულებაა ხელმოწერილი და კიდევ 15 დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს სამართალდამცველ, თავდაცვის, ტერორიზმთან ბრძოლის და ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები