ისლამისტებმა ტუნისში სამი ჯარისკაცი მოკლეს

სამი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ტუნისში, ალჟირის საზღვრის სიახლოვეს ისლამისტ „ბოევიკებთან“ შეტაკების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტებმა თავდასხმა სამხედრო პატრულზე მოაწყვეს. „ბოევიკებმა“ მათ ცეცხლი ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. შეიარაღებული შეტაკება სამანას მთასთან მოხდა, სადაც „ბოევიკების“ ბაზებია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები