ზაზა დავითაია: ვკვდებოდი, როცა ჩემს საკანში აღწევდა წამებით გათანგული პატიმრების ბღავილის ხმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ზაზა დავითაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
ზაზა დავითაია გოგა ხაინდრავას ფილმს ეხმაურება, რომლის პრეზენტაციასაც დაესწრო.
შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით დაკავებული დავითაია იმ 4-წლიან პერიოდს იხსენებს, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში გაატარა. დავითაია ამბობს, რომ გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატია“ პრეზენტაციამდე ნანახი ჰქოდა.
“მე ვკვდებოდი, როცა ჩემს საკანში აღწევდა წამებით გათანგული პატიმრების ბღავილის ხმა, ვკვდებოდი, როცა ვიგებდი, რომ ჩემგან სულ რაღაც ათიოდე მეტრში პატიმარმა ტანჯვას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა“, – ამბობს ინტერვიუში ყოფილი პოლიტპატიმარი , რომელიც თვლის, რომ ფილმში გამოგონილი სიუჟეტი არ არსებობს და ყველაფერი სინამდვილის შესაბამისად ვითარდება. მისთვის განსაკუთრებით მძიმე გასახსენებელი 21 წლის პატიმარი სტუდენტის, ლუკა ათანელის წამებაა, რომელიც, როგორც დავითაია იხსენებს, უმოწყალოდ ნაცემი, ციხის მორგში მოვიდა გონზე. დავითაია ამბობს, რომ მსგავსი ხმები, რომელიც ფილმში ისმის, არაერთხელ გაუგონია ციხეში. „ასავალ-დასავალთან“ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ მალხაზ არქანიაზე გახორციელებულ ზეწოლასაც იხსენებს, როდესაც მას ტერაქტის აღიარებას ბინძური მეთოდებით აიძულებდნენ. ფილმის სიუჟეტმა მას პატიმარი ქალების საშინელი მდგომარეობაც გაახსენა ციხეში. მისთვის გაუგებარია, როგორ ბედავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საჯარო გამოსვლებს და ხალხთან შეხვედრებს. “ეს ჯალათები იმავეს გაიმეორებენ, დარბაზიდან მდუმარედ გამოდის ერთხელ უკვე რეპრესირებული საზოგადოება. ეკრანზე „ჰეროკრატიას“ მხოლოდ 2 სერია დასრულდა. ღმერთმა ნუ ქნას, „ჰეროკრატია“ რეალურ ცხოვრებაში მომავალშიც გაგრძელდეს“, -ამ სიტყვებით ასრულებს ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები