ლვოვში ავტომობილის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ლვოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შემდეგ ავტომობილს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.
მანქანა ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოს ეკუთვნოდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები