აშშ-ის წამლების სააგენტომ შვეიცარიულ კომპანიას „ზიკას“ ვირუსის ვაქცინაზე ტესტის ჩატარების უფლება მისცა

 

აშშ-ის წამლების და პროდუქტების სააგენტომ შვეიცარიულ კომპანია Roche-ს “ზიკას” ვირუსის ვაქცინაზე ტესტების ჩატარების უფლება მისცა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ბოლო თვეებში აშშ-ის ტერიტორიაზე „ზიკას“ ვირუსის 2517 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ შვეიცარიელი სპეციალისტები დაავადებული ადამიანების სისხლის ანალიზის აღების უფლებას მიღებენ, რათა ვაქცინის შექმნაზე მუშაობა გააგრძელონ.
მეცნიერთა შეფასებით, „ზიკას“ ვირუსის გადატანა კოღოების და სქესობრივი კონტაქტის მეშვეობით ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დაავადება გასულ წელს გლობალური საფრთხეების ჩამონათვალში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები