ლობირებდა თუ არა კემულარიას სააკაშვილი

რა შეუთვალეს “კანონიერმა ქურდებმა” გიორგი პაპუაშვილს, კოტე კემულარიასა და ბაჩო ახალაიას? – აღნიშნულ თემაზე გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.
თეა თუთბერიძე კოტე კემულარიას პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობას სკეპტიკურად უყურებს (ის პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით ფოთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს). თუთბერიძე იხსენებს მის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას კოტე კემულარიას წინააღმდეგ. საუბარია მისი იუსტიციის მინისტრობის დროს არსებულ კორუფციულ გარიგებებსა და ე.წ. “ქურდული ობშიაკიდან” დიდი ოდენობით თანხების მიღებაზე. როგორც “პრაიმტაიმი” წერს, ერთი ვერსიით, მაშინ კემულარია დაპატიმრებისგან სტენოკარდიულმა შეტევამ იხსნა, მეორე ვერსიით კი, მას უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი ლობირებდა და სწორედ პრეზიდენტის ჩარევით შემოდო საქმე თაროზე ზურაბ ადეიშვილმა. თუთბერიძის განმარტებით, კემულარიას მინისტრობის დროს არათუ ციხეებში იყო ნარკოტიკების ბუმი, არამედ ციხეებიდან გარეთაც კი ყიდდნენ წამალს, აქედან კი წილს იღებდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრი. მისივე თქმთ, ამ საქმეში ჩართვა, თავის დროზე, გიორგი პაპუაშვილსაც შესთავაზეს, მან კი რეაგირება არ მოახდინა მსგავსი დანაშაულებრივი სქემის არსებობაზე. თუთბერიძე ამბობს, რომ უშუალოდ კემულარიას პერიოდში ციხეებში “კანონიერი ქურდების” დაკვეთით გადაჰყავდათ სხვადასხვა პატიმრები, რომელთაც შემდეგ უკვე მათი გეგმის მიხედვით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და კლავდნენ კიდეც. მისივე თქმით, ამ ყველაფერში წინა ხელისუფლების ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება, თუმცა, დასძენს, რომ მაშინ საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ რადიკალური ზომები მათი გუნდის წევრების მიმართ არ უნდა გატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები