მამუკა არეშიძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ზონდერების“ მობილიზება მაისიდან დაიწყო

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ინტერვიუს აქვეყნებს „რეგიონული პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელთან, მამუკა არეშიძესთან. მამუკა არეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ ტერორიზმით დაკავებულ პირებთან სააკაშვილის კვალს ხედავს და ამის დასადასტურებლად არგუმენტებიც მოჰყავს.
ექსპერტი ამბობს, რომ დაკავებულები უკრაინაში განთავსებული „ქართულ ლეგიონთან“ დაახლოებული პირები არიან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა. არგუმენტის დასადასტურებლად ექსპერტი ლეგიონის ერთ-ერთი წევრის, ვანო ნადირაძის ფეისბუქპოსტს იყენებს, სადაც ნადირაძე მეგობრების დაჭრაზე ვრცლად საუბრობდა.
მამუკა არეშიძის ეჭვს ისიც ამყარებს, რომ, მისი ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ზონდერების“ მობილიზება მაისის თვიდან დაიწყო.“ეს ის ზონდერები არიან, ვისაც „ნაცები“ იყენებდნენ 7 ნოემბერს, 26 მაისს.
მათ მაისის თვიდან დაიწყეს მობილიზება, ჩემთვის ცნობილია, რომ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ რაიონულ ორგანიზაციაში დაიბარეს და უთხრეს, დაელოდეთ „იქს-საათს“, -ამბობს „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძე,
მისივე ინფრომაციით, სააკაშვილთან ხშირად დადიან „უშიშროების“ ყოფილი თანამშრომლები და არჩევნებამდე არაა გამორიცხული, რომ დივერსიები მოაწყონ და ამით ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდინონ, ატეხონ ხალხში პანიკა.
მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობასაც შეეცდება. „რეგიონული პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ოქტომბრის არჩევნებში მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ და ძალების მობილიზებას 2020 წლის არჩევნებისთვის შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები