ერაყში თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ქერბელაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმაში ავტომატებით და ხელყუმბარებით შეიარაღებული 5 პირი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. დანარჩენი „ბოევიკები“ უშიშროების ძალებმა დახოცეს. თავდასხმის დროს 26 ადამიანი დაიჭრა. თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები