რატომ დატოვა შოთა მალაშხიამ „ნაცმოძრაობის“ კოალიცია და აპირებს თუ არა ბურჭულაძის პარტიაში გაერთიანებას

შოთა მალაშხიამ კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
„ქრისტიან-კონსერვატიული პარტიაც“ კვალიფიციური სუბიექტია, ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო კოალიციაში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიციიდან მალაშხიას წასვლის მეზეზად გამსვლელ სიაში ადგილის მოუპოვებლობა დაასახელა. თავად შოთა მალაშხიას განმარტებით, კოალიციის პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, სხვა დეტალებს კი მალაშხია არ აკონკრეტებს.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, საინტერესოა, შოთა მალაშხია შეუერთდება თუ არა პაატა ბურჭულაძის კოალიციას.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის ვერცერთ კოალიციაში ვერ წავა, რადგანაც ცესკოში დაბლოკების ვადები ამოწურულია.
პაატა ბურჭულაზემ ცესკოში კოალიციის რეგისტრაციაზე განაცხადი უკვე შეიტანა, მაგრამ ცესკოში განმარტეს, რომ ცვლილებები პირველ სექტემბრამდე შეიძლება შევიდეს.
ბურჭულაძის პარტიაში – „სახელმწიფო ხალხისთვის“ კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არანაირი კონსულტაცია არ დაწყებულა, იგივეს ადასტურებს შოთა მალაშხიაც. მეტიც, მისი განმარტებით, არანაირი ცვლილება კოალიციების შემადგენლობაში არარ შეიძლება შევიდეს. სტატიის თანახმად, არ არის გამორიცხული, მალაშხია ბურჭულაძის პარტიაში თავისი უფასო დროით მოხვდეს. მალაშხიას შანსი გაუჩნდება, დარჩეს კვალიფიციურ სუბიექტად არა მხოლოდ მომდევნო რვა თვის განმავლობაში, არამედ – კიდევ ოთხი წელი, ხოლო პაატა ბურჭულაძე მიიღებს უფასო საეთერო დროს არჩევნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები