უკრაინაში „კანონიერი ქურდის“ დაკრძალვაზე 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა და პოლიციამ „კანონიერი ქურდის“, ალექსეი სალნიკოვის, იგივე „ლიოხა კრასნოდონსკის“ დაკრძალვაზე 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.
სალნიკოვი დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკში დაკრძალეს. ეს პირები უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერების შესწავლის მიზნით დააკავეს. თავად „ლიოხა კრასნოდონსკი“ 25 აგვისტოს ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებით გარდაიცვალა. დონეცკის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ზოგიერთ დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი და ნარკოტიკები ჩამოართვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები