გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკური „აფეთქებებისთვის“ ემზადება – ვისზე ახდენს ის ზეწოლას

გაზეთი „პრაიმტაიმი“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის გუნდისა და მასთან აფელირებული პოლიტიკური ძალის მიერ 1-ელ სექტემბერს დაგეგმილ მორიგ სკანდალზე წერს.
როგორც სტატიაში წერია, ეს არის დღე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიგი უგულავასა და „კაბელების საქმის“ განხილვა დააანონსა.
როგორ “პრაიმტაიმი“ წერს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული მედიასაშუალებები უკვე ფონსაც ქმნიან, რომ ეს სხდომა 2 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო და ჩაიშალა, ვინაიდან 9 მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ 4 მივიდა. არადა იმ დღეს მოსამართლეებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა ჰქონდათ და ამის შესახებ პაპუაშვილისთვის ცნობილი იყო.
გამოცემის ვერსიით, ანალოგიური მოხდება 1-ელ სექტემბერსაც. გამოცემისთვის ცნობილი ხდება, პაპუაშვილს ამჯერადაც აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეები სხდომაზე ვერ მივლენ და კვორუმი ვერ შედგება, მაგრამ მაინც აქვეყნებს საქმის განხილვის თარიღს.
„რატომაც არა? – იქნებ უკვე გასაჯაროებული „კომპრომატებით“ ხუთი მოსამართლიდან, რომელიღაც მაინც „მორჯულდება“ და კვორუმი შედგება?! ამ შემთხვევაში შედეგი მიღწეული იქნება. თუ არადა, ვის აწყენს ზედმეტი ხმაური „ხელისუფლებიდან ზეწოლის შესახებ“, ან „მხილებული და გაშიშვლებული მოსამართლეებისგან საბოტაჟის მცდელობის ნარატივებით?! მით უმეტეს, ამ დღეს ბათუმში ბლომად არასამთავრობო ორგანიზაციაც უკვე დაპატიჟებულია.
არადა, როგორც წესი, საქმის განხილვამდე უნდა მოხდეს კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის დასკვნაზე, რასაც პაპუაშვილი არ ჩქარობს, ვინაიდან ამ კენჭისყრის შედეგმა საქმეს არა არსებითი განხილვისკენ, არამედ სულ სხვა სტრუქტურისკენ შეიძლება მისცეს გეზი“, -წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა, ასევე სანდო წყაროზე დაყრდნობით, იმასაც წერს, კულუარებში უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ პაპუაშვილის გუნდი გათვლას ყველაზე მეტად მოსამართლე ლალი ფაფიაშვილზე აკეთებს.
ასეთ შემთხვევაში კი ხუთი ოთხზე ხმები საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე პაპუაშვილის სასარგებლოდ განაწილდება.
კონკრეტულ მედიასაშუალებებს უკვე ეძლევათ ნება, მიაღწევადები გახდნენ ყველაზე მიუღწეველ დოკუმენტაციასთან. იქექება კონკტრეტული საქმეები, არქივები, ნათესავ-მეგობრული კავშირები და მიღებული „ნაგავი“ შავად იფინება კონკრეტულ ეთერებში.
შესაბამისად, პაპუაშვილის მიერ მოსამართლეეებზე ზეწოლის შესახებ განცხადებით დაწყებული ბრძოლა ნამდვილად სახეზეა, თუმცა სულ სხვა „მსხვერპლით“ და სულ სხვა „მოძალადით“,- წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები