იემენში ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

იემენის ქალაქ ადენში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლები იუწყებიან, ტერაქტის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიჭრა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი სამხედრო ბანაკთან ააფეთქა, სადაც ახალწვეულები იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები