ინდოეთში წყალდიდობას 156 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიხარის შტატში წყალდიდობის შედეგად ორი კვირის განმავლობაში 156 ადამიანი დაიღუპა. 1,4 მილიონი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინდოეთის სტიქიურ უბედურებათა ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველო იუწყება.
სტიქიამ 2024 სოფელი დააზარალა. განადგურდა 8 მილიონი ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაზიანდა გზები და ხიდები. სტიქიური უბედურების ზონიდან 556 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები